Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ ვასუბსიდირებთ რთველს?

BM.GE
23.09.22 09:38
220
ბოლო მონაცემებით, კახეთში 142 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. აქედან, 75 ათას ტონამდე რქაწითელი, 58 ათას ტონამდე საფერავი, 4 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. რთველი გრძელდება და წელს რთველი გადასახადის გადამხდელებს როგორც ჩანს 90 მილიონი ლარი დაუჯდებათ. შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე ხელმისაწვდომი მონაცემებით, მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული მოსავლის მართვის კომპანია 40 მილიონი ლარის ყურძენს მევენახეებისგან პირდაპირი გზით შეიძენს. ამ პროცესისთვის კომპანიას შესყიდვების სააგენტოს თანხმობა ესაჭიროება. ეს ამ წლის ერთად ერთი შესყიდვა არ არის 16 აგვისტოს კომპანიამ 50-მილიონიანი შესყიდვის თანხმობაც მიიღო.

Subscribe to our news

Get the main news of the day