Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ ვერ გადის ქართული ყველი ევროკავშირში ექსპორტზე?

BM.GE
27.07.23 18:44
44
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის არსებობის მიუხედავად, ევროპულ ქვეყნებში ქართული რძის პროდუქტები არ იყიდება. შესაბამისად, წლების განმავლობაში რძის პროდუქტების საექსპორტო ბაზრებს შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ გვხვდება. ბიზნესის ნაწილი მიზეზად ევროზონის სტანდარტებს ასახელებს, რომლებსაც ქართველი ფერმერები ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებენ. ნაწილი კი აღნიშნავს, რომ ბაზარზე არსებული კომპანიები, რომლებიც ყველს აწარმოებენ, ექსპორტისთვის ყველანაირ სტანდარტებს იცავენ, თუმცა არალეგალური ფიზიკური მეწარმეები, რომლებიც სტანდარტებს არ იცავენ, ბაზარს აფუჭებენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day