Home
Category
TV Live Menu

"რატომღაც გვგონია, რომ მიწას თუ უცხოელს მიჰყიდი სამშობლოს ყიდი"

5a464c53e267a
BM.GE
29.12.17 18:07
875
"ჩვენ რატომღაც გვგონია, მიწას რომ უცხოელს მიჰყიდი სამშობლოს ყიდი’’- ამის შესახებ ბიზნესმენი, თემურ ჭყონია უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის რეგულაციებთან დაკავშირებით აცხადებს. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება საკმაოდ ცუდი მესიჯია უცხოელი ინვესტორებისთვის, რადგან აჩენს უნდობლობას და ინტერეს უკარგავს ინვესტორს ქვეყნის მიმართ.

"ჩვენ პოლიტიკური სათაური დავადეთ, რომ მიწის მიყიდვა გვგონია სამშობლოს გაყიდვა. მიწამ უნდა მოგვცეს შედეგი, ის უნდა იყოს ან ტურისტული ზონისთვის განკუთვნილია ან სოფლის მეურნეობოსთვის. თუ ეს მოსავლიანობას და ექსპორტს გაზრდის, რა პრობლემაა?! ორი მესიჯი გვქონდა: ის, რომ ჩვენთან მიწის ყიდვა შეიძლება და ხალხი დაინტერესდა. ამ რეგულაციით ხალხი დაიბნა. ერთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც სტაბილურად იქნება ჩვენი პოლიტიკის ნაწილი. ცვალებადობა ქვეყნის მიმართ აჩენს უნდობლობას და ინტერესს აკარგინებს ინვესტორს. 25 წელია ამერიკელ ინვესტორებთან მაქვს შეხება, როგორც ნახავენ, რომ ეს ქვეყანა ხშირად იცვლის პოზიციებს, საერთოდ განხილვებიდან ამოღებენ საქართველოს", - განუცხადა თემურ ჭყონიამ BM.GE-ს.

Subscribe to our news

Get the main news of the day