იტალიური სათვალეების მწარმოებელი Luxottica, მსოფლიო ლიდერი ფრანგული კომპანია ESSILOR, რომელიც Ray-Ban-ს, Sunglass Hut-ს და Oakley-ს აერთიანებს, 50 მილიარდი ევროს ღირებულების შერწყმაზე შეთანხმდნენ.
BBC-ის ინფორმაციით, შეთანხმების შემდეგ, Luxottica-ს დამფუძნებელი ლეონარდო დელ ვეკიო შერწყმული კომპანიის ფასიანი ქაღალდების 30%-იანი წილის მფლობელი და უმსხვილესი აქციონერი გახდება.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში სათვალეების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია Luxottica 1961 წელს მილანში დაარსდა. ახლა კი კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 10 ქარხანა აქვს და 35 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია დღეში საშუალოდ 65 000 სათვალეს ამზადებს.
ფრანგული კომპანია ESSILOR კი 1972 წელს ორი კომპანიის ESSEL(1849) და SILLOR (1931) შერწყმის შედეგად შეიქმნა.