სახელმწიფო კანცელარიაში გუშინ საინვესტიციო საბჭო შეიკრიბა, რაც წელს მეორედ მოხდა და ტრადიციულად ამ შეკრებას მთავრობის წევრებთან ერთად ბიზნესასოციაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 7-პუნქტიანი დღის წესრიგიდან ერთ-ერთის ინიციატორი და მომხსენებელი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე იყო.
სტუმარი: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;