საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ. პრემიერთან და ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან შეხვედრაზე დღის წესრიგში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობა, ბიზნეს გარემო, საინვესტიციო კლიმატი და არსებული გამოწვევები იყო განსაზღვრული. უმსხვილესი ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, ამ შეხვედრისას BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგების პრეზენტაციაც უნდა გამართულიყო, რომელიც კერძო სექტორში არსებულ განწყობებს, მოლოდინებს და დინამიკას აჩვენებს.
სტუმარი: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;