Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რაზე ითანამშრომლებს "ივ.ბოკერიას ჰოსპიტალი" და "თბილისის ღია უნივერსიტეტი"?

BM.GE
01.07.21 09:30
438
სამედიცინო პროფილის სტუდენტებისთვის უახლესი სასწავლო მიდგომების დანერგვის მიზნით ივანე ბოკერიას ჰოსპიტალსა და თბილისის ღია უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სამედიცინო პროფილის სტუდენტებს განათლებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით ახალი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს. ივანე ბოკერიას ჰოსპიტალი ევექსი ჰოსპიტლების ქსელში შემავალი ერთ-ერთი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელიც 300 საწოლზეა გათვლილი და პაციენტებს ყველა სამედიცინო პროფილით ემსახურება.

თბილისის ღია უნივერსიტეტი მედიცინის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან პროგრამაზე ქართველ სტუდენტებს 2021 წლის შემოდგომაზე პირველად მიიღებს. ივ.ბოკერიას ჰოსპიტლის ინიციატივით, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ყოველწლიურად მოხდება სასწავლო გრანტის გამოყოფა 100 000 ლარის ოდენობით, მათ შორის ყველაზე მაღალი ქულების მქონე 5 აბიტურიენტს სწავლა სრულად დაუფინანსდება.

სტუმრები: თამარ დაუსი - “ევექსი ჰოსპიტლების” მხრიდან საუნივერსიტეტო განათლების პროექტის ხელმძღვანელი;
რამაზ კუკულაძე - "თბილისის ღია უნივერსიტეტი", პრეზიდენტი.

Subscribe to our news

Get the main news of the day