Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#Reachnewmarkets: ქართული ჩაი გერმანულ ბაზარზე - „ოკრიბას“ ისტორია

BM.GE
16.05.23 08:46
82
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სამტრედიაში 55 ჰექტარზე გაშენებული ჩაის პლანტაციებიდან მიღებული ნედლეულით კომპანია „ოკრიბამ“ იქვე მდებარე ჩაის გადამამუშავებელ საწარმოში მაღალხარისხიანი ჩაის წარმოება 2019 წლიდან დაიწყო. დღეისთვის კომპანია ბუეთის ბრენდის სახელით 6 სახეობის ჩაის აწარმოებს, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა ქსელურ მარკეტშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, კომპანიამ, უკვე ერთ წელზე მეტია, რაც საექსპორტო მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყო. ოკრიბას საწარმოში დამზადებული ჩაი ექსპორტზე უკვე გერმანიაში გადის და ასევე მოლაპარაკებები როგორც ევროპის, ასევე გალფის ქვეყნებთან მიმდინარეობს. რაც შეეხება ტრადიციულ ბაზრებს, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, იქ პროდუქციის გატანა არასოდეს უფიქრიათ, რადგან მიზანი თავიდანვე მკაფიო ჰქონდათ, ქართული ჩაი ისეთ ბაზრებს უნდა გააცნონ, სადაც მას სათანადოდ დააფასებენ.

მინდია ძნელაძე - „ოკრიბას“ მენეჯერი;

Subscribe to our news

Get the main news of the day