#Reachnewmarkets: საერთაშორისო მედია ქართულ საწარმოებს მოინახულებს
BM.GE
13.06.23 15:15
• 107
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში და სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ქართული აგრობიზნესების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებს კვლავ აქტიურად ატარებს. პროექტის ფარგლებში, ამჯერად მათ საქართველოში საერთაშორისო წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები ჩამოიყვანეს, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საწარმოს ესტუმრებიან და ქართულ პროდუქციას გაეცნობიან. რა მიზანს ემსახურება ჟურნალისტების საქართველოში ვიზიტი და ზოგადად, როგორ მიმდინარეობს ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამა?