Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#რედაქტ2: ცვლილებები სამშენებლო და დეველოპერულ სექტორში - ინტერვიუ ვახტანგ ბეგაშვილთან / 29.06.2023

BM.GE
29.06.23 16:40
109
რამდენიმე დღეში, 1 ივლისიდან ძალაში შედის ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტები, რომელიც ეხება ყველა ახალ შენობას, განურჩევლად საკუთრების ფორმისა. თუ კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განისაზღვრება როგორი უნდა იყოს მაგალითად, შენობის კონსტრუქცია, სახურავი, კედლები და კარ-ფანჯრები. 

#რედაქტ2-ის სტუმარი ვახტანგ ბეგაშვილი, მრავალმხრივი გამოცდილების მქონე, IT-სერვისებისა და IT-კონსალტინგური კომპანია Morningstar Energy Solutions-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ის ასევე წარმოადგენს ენერგეტიკული მიმართულებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია intec-ს, არის უფროსი მრჩეველი და 2020 წლის ივნისიდან იკავებს ამ პოსტს. სწორედ ეს კომპანია ეხმარება და უწევს კონსულტაციას ეკონომიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობის რეფორმის განხორციელებაში. 

რამდენად მზად არის დღეს მთავრობა და კერძო სექტორი რეგულაციის აღსრულებისთვის და რამდენად გააძვირებს ეს მშენებლობას?

ინტერვიუერი: ელენე გოგბერაშვილი - ჟურნალისტი;
სტუმარი: ვახტანგ ბეგაშვილი - intec-ის უფროსი მრჩეველი;

Subscribe to our news

Get the main news of the day