Made in Georgia - ამ წარწერით საქართველოში დამზადებული უმაღლესი ხარისხის პროდუქტი 2 მილიონზე მეტ ევროპულ და ამერიკულ ოჯახში უკვე მოხვდა. კომპანია წლიურად მილიონზე მეტ ერთეულ ცხოველების ავეჯს ამზადებს, სრულად 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული, მუდმივად ვითარდება და 600-სზე მეტ ადამიანს ასაქმებს. გასულ წელს კომპანიამ 90 მლნ ლარის ექსპორტი განახორციელა. სამიზნე მაჩვენებელი რა თქმა უნდა გაცილებით დიდია.
ელენე გოგბერაშვილი - BM.GE-ის რედაქტორი;
დავით ბარდაველიძე - Georgian Products-ის დამფუძნებელი;