Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#რედაქტ2 ინგა მურუსიძესთან ერთად - “მზეთამზე” - ქართული გემოვანი პურის 7 წელი ბაზარზე / 11.05.2023

BM.GE
11.05.23 15:53
148
თეთრი დოლი, თავთუხი, ასლი-ემერი, ზანდური, მახა, დურუმი - ეს ქართული ხორბლის უძველესი ჯიშებია და ქვეყანას ასეთი სულ 14 აქვს. მათგან რამდენიმეს ახლაც მოიყვანენ ფერმერები, თუმცა ეს იმდენად ცოტაა და იმდენად ძვირი, რომ ქართულ ბაზარსაც არ ყოფნის. მიუხედავად მოთხოვნისა, მიუხედავად არაერთი ფერმერის მცდელობისა, ბაზარი იმპორტირებული ხორბლის ფქვილით და სწორედ ამ უკანასკნელით გამომცხვარი პურით არის გაჯერებული. როგორც საქმიანებს შეგვეფერება, გადავხედოთ სტატისტიკას - 2022 წელსა და 2023 წლის იანვარ/მარტში საქართველოსთვის ხორბლისა და ხორბლის ფქვილის მთავარი იმპორტიორი რუსეთია. 2022 წელს საქართველოში $45 მილიონი დოლარის ხორბალი შემოვიდა, რაც 2021 წლის მონაცემებს 39%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება ხორბლის ფქვილს, გასულ წელს ქვეყანაში $67 მლნ დოლარის ხორბლის ფქვილი შემოვიდა, აქ მაჩვენებელში მატება, თან საკმაოდ მაღალი - 478%-იანი. რაც შეეხება 2023 წელს, ბუნებრივად, მთავარ იმპორტიორად კვლავ რუსეთი რჩება. ამ მაჩვენებლების ფონზე გასაკვირია, თუმცა საქართველო ხორბლის ექსპორტიორიც არის, ხორციელდება რეექსპორტიც. ყველაზე მეტი პროდუქტი სომხეთში გადის. 

ყოველდღიური სტატისტიკა არ იწარმოება, თუმცა ვიცით, რომ დღიურად თბილისში დაახლოებით 400 ტონა პური რეალიზდება. რამდენია მათგან უძველესი ქართული ხორბლის ჯიშით, ბუნებრივ საფუარზე დამზადებული, რა პრობლემებია დარგში და რა გამოწვევები აქვს ადგილობრივ ბიზნესს? 

ინტერვიუერი: ინგა მურუსიძე - BM.GE-ის რედაქტორი;

სტუმრები: ირაკლი ჩავლეიშვილი - „მზეთამზე - გემოვანი პურის“ დამფუძნებელი;
ოთარ ნაჭყებია - „მზეთამზე - გემოვანი პურის“ დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day