2022-ში საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული $3.5 მილიარდის შემოსავალი მიიღო. ზრდამ 2021 წელთან შედარებით 182% შეადგინა. ეს შემოსავალი პანდემიამდელ პერიოდსაც აღემატება. აქამდე საქართველოს ტურიზმის სექტორის მიერ გენერირებული მაქსიმალური შემოსავალი 2019 წელს იყო და ის 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ტურიზმის შემოსავლის მატება სავარაუდოდ თავად ამ სექტორის აღდგენასთან ერთად, რუსეთიდან შემოსულ მიგრაციულ ტალღას უკავშირდება. 2022-ში ტურიზმის სფერომ ყველაზე დიდი შემოსავალი - 891 მილიონი დოლარი სწორედ რუსეთის მოქალაქეებისგან მიიღო. გასულ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 100%-ით აღდგენა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მოლოდინის საფუძველს აძლევს, რომ 2023 წელს ტურიზმის სექტორში შემოსავლები $3 მლრდს გადააჭარბებს.
როგორი მოლოდინი აქვს კერძო სექტორს, როგორ მიმდინარეობს ტურიზმის აღდგენის ტემპი და რა აწუხებს ბიზნესს?
ინტერვიუერი: ელენე გოგბერაშვილი - გადაცემის წამყვანი;
სტუმარი: ია გედევანიშვილი - Check – in Travel-ის გენერალურ დირექტორი;