Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რეფერენტული ფასების გავლენა ფარმაცევტულ სექტორზე - ბიზნესის მოლოდინები

BM.GE
20.02.23 11:27
144
„ქვეყანაში გვაქვს ძალიან ბევრი აფთიაქი, იმაზე დაახლოებით 3-ჯერ მეტი ვიდრე გვჭირდება“ - ეს განცხადება გასული კვირის ბოლოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა, სადაც დეპუტატმა რეფერენტული ფასების შემოღების შემდეგ წამლებზე შესაძლო დეფიციტის შესახებ დაუსვა კითხვა. მინისტრი ამბობს, რომ აფთიაქების ნაწილში სხვადასხვა მედიკამენტებზე დეფიციტი ხელოვნურად იქმნება და სამინისტროს ამისთვის სხვადასხვა კონტროლის მექანიზმები აქვს. მისივე თქმით, რეფერენტული ფასის ამოქმედების პირველივე დღეს პანიკა იყო, განსაკუთრებით კი ეს თურქულ მედიკამენტებს ეხებოდა. ინფორმაციისთვის, 15 თებერვლიდან ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებულია, რომ მედიკამენტებზე მაქსიმალური ზედა ზღვარი განსაზღვრული რეფერენტული ფასის მიხედვით დაადგინოს. 

ფარმაცევტულ კომპანიებს 31 იანვრამდე ჰქონდათ ვადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის უკვე განსაზღვრულ რეფერენტულ ფასებზე შენიშვნები გადაეგზავნათ. ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებაში ჩამოთვლილია რეფერენტული ქვეყნები – ესენია: ლატვიის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ბულგარეთის რესპუბლიკა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა.

სტუმარი: ირაკლი მარგველაშვილი - "ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის" დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day