Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Reform-Talks: რეგულირების გავლენის ანალიზი (RIA)

BM.GE
21.04.23 11:25
156
2020 წლის იანვარში, „რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების დამტკიცების შემდეგ, საქართველოში RIA- ინსტიტუციონალიზებულია. 

ამ დადგენილებამ რეგულირების ზეგავლენის შეფასება სავალდებულო გახადა გარკვეულ შემთხვევებში, როცა დადგენილებით განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების პროექტი ინიცირებულია საქართველოს მთავრობის მიერ. 

გამონაკლისს წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვის, პენიტენციურ, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის საკითხები.

რეგულირების ზეგავლენის შეფასება რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას სცემს პასუხს, მაგალითად: რა რეგულირდება? რატომ არის რეგულირება მნიშვნელოვანი? რეგულირების რა ალტერნატივები არსებობს და როგორ პასუხობს შემოთავაზებული ცვლილება ამ ალტერნატივებს?

ძნელი არ არის იმის მიხვედრა, თუ რას ემსახურება ერთი მხრივ ამ კითხვების დასმა და მეორე მხრივ - მათზე პასუხების მოძებნა კონკრეტული რეგულაციის შემოღებამდე. თუმცა, Რაც ანალიტიკა-ს ყველაზე მეტად აინტერესებს ამ შემთხვევაში - ეს საქართველოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებაა, რაც ჩვენი მხრიდან ზრდის ანგარიშვალდებულებას და ეფექტის ზუსტად შეწონვას. ამასთან, ამა თუ იმ რეფორმასთან დაკავშირებული რისკების თუ გამოწვევების წინასწარ შეფასება - მათზე საქმიანი და საგნობრივი დისკუსიის შესაძლებლობას ქმნის, რაც მათი პრევენციისკენ ან წინასწარ გათვალისწინებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია. ეს კი ზრდის რეგულირების ეფექტიანობას.

სტუმრები: მაია გუნცაძე - USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მრჩეველი RIA-ს, მონიტორინგისა და შეფასების საკითხებში;
მაკა ჭითანავა - RIA-ს ექსპერტი.




Subscribe to our news

Get the main news of the day