Home
Category
TV Live Menu

რეგიონებში 40-ზე მეტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შენდება

5a7c0eb81beea
BM.GE
08.02.18 12:46
864
ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე 40-ზე მეტი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი ობიექტი შენდება ქ. ვანში.

სამუშაოების ტემპებს და შესრულების ხარისხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინიტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთდ ადგილზე გაეცნო.

„მარტიდან ვანის მოსახლეობას ახალი ცენტრი მოემსახურება. ისევე როგორც, ბევრ ქალაქსა და მუნიციპალიტეტს, ვანშიც სასწრაფო დახმარების შენობა არ არსებობდა. სამედიცინო პერსონალს, წლების განმავლობაში ძველ საავადმყოფოს ერთ ოთახში უწევდა ყოფნა. ახალი ცენტრი კი აბსოლუტურად შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან და აღჭურვილი იქნება საჭირო ტექნიკით. სასწრაფო დახმარების ცენტრი ერთ თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას“, - განმარტავენ სამინისტროში.

Subscribe to our news

Get the main news of the day