საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის 3 000 წარმომადგენლისთვის მსოფლიო ბანკი 9 მილიონ ლარს გამოყოფს. თანხა მეწარმეებისთვის კომპიუტერული ტექნიკის შეძენას და ამ მიმართულებით ტრენინგების ჩატარებას მოხმარდება.
თითოეული ბიზსნესმენისთვის თანხის გამოყოფას მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტი“ ითვალისწინებს. როგორც პროექტის მენეჯერი ბესარიონ აბულაძე "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, პროექტის მიხედვით რეგიონებში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის ყოველი წარმომადგენლისთვის 3 000 ლარია გათვალისწინებული.