რეგიონის ქვეყნებისთვის კოკა-კოლა, შესაძლოა, ქართული წყლით დამზადდეს. ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამბობს, რომ ქარული წყლის ნიმუშები უკვე გაგზავნილია კოკა-კოლის წყლის განვითარების დეპარტამენტში და მას, სავარაუდოდ, აზერბაიჯანში, სომხეთსა და შუა აზიის ქვეყნებში გამოიყენებენ პროდუქციის დასამზადებლად.
„ქართული წყალი ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში დიდი ნდობით სარგებლობს და დიდი ინვესტიციის განხორციელებას ვაპირებთ ამ კუთხით“, -ამბობს ჭყონია.