„რეგიონის სატრანსპორტო ინდუსტრიის მდგრადობა - გამოწვევები და შესაძლებლობები“ – GPIH-ის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა
BM.GE
07.07.23 09:18
• 47
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი, საინვესტიციო შესაძლებლობები, გაზრდილი ტვირთბრუნვა და გამოწვევები - ეს იყო “ჯიპიაი ჰოლდინგის” მიერ ორგანიზებული კონფერენციის „რეგიონის სატრანსპორტო ინდუსტრიის მდგრადობა - გამოწვევები და შესაძლებლობები“ მთავარი თემა. ღონისძიებაზე დელეგატებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ევროკავშირის დაფინანსებული კვლევის პრეზენტაციას გასცნობოდნენ და დეტალურად გაეგოთ - რა შესაძლებლობები და პრობლემები აქვს სატრანზიტო დერეფანს. მათ შორის აქცენტი ტარიფებზე, საბაჟო და ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებაზე გაკეთდა. ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში 120-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა. მას ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის წევრები, წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიდან, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციიდან და სატრანზიტო და სადაზღვევო ინდუსტრიიდან.