რეკორდული სამშენებლო ნებართვები - გავლენა დედაქალაქის ურბანულ განვითარებაზე
თბილისის მერიამ 2023 წლის 5 თვეში 2024 სამშენებლო ნებართვა გასცა, საიდანაც სულ მცირე 7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. სამშენებლო ნებართვების გაცემა რომ ბოლო თვეების განმავლობაში რეკორდულად არის გაზრდილი, ადასტურებს თიბისი კაპიტალიც. თიბისი კაპიტალის კვლევების სამსახურის უფრო ამბობს, რომ დედაქალაქში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე გაცემული ნებართვები მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში 120%-ით არის გაზრდილი. ირინა კვახაძის თქმით, წლიდან წლამდე ამ მიმართულებით მზარდი ტენდენცია კი ფიქსირდებოდა, თუმცა ბოლო 5 თვეში 120%-იანი ზრდა რეკორდულია. თბილისის მერიის სტატისტიკის მიხედვით წლიდან წლამდე მზარდია როგორც გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა ისე გაცემული ნებართვების კვადრატულობა. თიბისი კაპიტალის კვლევების სამსახურის უფროსმა ბაზარზე გაზრდილი მიწოდების შესაძლო შედეგებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ბაზრისთვის დიდი ოდენობით უძრავი ქონების მიწოდებას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს უძრავი ქონების ფასზე, თუმცა დეველოპერების ნაწილი ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ძვრებს არ ელის.