Home
Category
TV Live Menu

REMAX: სამშენებლო პროექტებში 2007 წლის შემდეგ მეორე პიკი გვაქვს"

58a6d96d3222e
სალომე მეცხვარიშვილი
20.02.17 09:30
1447
"დეველოპერულ სამშენებლო პროექტებში 2007 წლის შემდეგ მეორე პიკი გვაქვს",- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" უძრავი ქონების სააგენტოს Remax Capital-ის მმართველმა პარტნიორმა მარიამ ასათიანმა განუცხადა.

მარიამ ასათიანი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ამ ბიზნესში სტაგნაციაა და ბინები არ იყიდება. მისი თქმით, დეველოპერების მხრიდან მიწების შესყიდვით დაინტერესება ძალიან მაღალია, რამდენადაც ახალ ბინებზე მოთხოვნა მზარდია.

"არის ობიექტები, რომლებიც ნაკლებად იყიდება, მაგრამ ამ შემთხვევაში თვითონ ამ პროდუქტს აქვს გარკვეული გაუმართაობა - ან ფასი არ არის სწორი, ან კონცეფცია არ არის სწორი და ა.შ.",- აცხადებს მარიამ ასათიანი.

რაც შეეხება ფასებს, მისი თქმით, კ2 კოეფიციენტზე შეზღუდვების დაწესების გამო მშენებლობებმა გარეუბნებში გადაინაცვლა, რის გამოც ბინების საშუალო ფასი მცირედით შემცირებულია.

Remax Capital-ის მმართველი პარტნიორის ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ახალ ბინებზე მოთხოვნა მზარდია, მოთხოვნა მცირდება მეორად ბინებზე, შესაბამისად, ყოველწლიურად იკლებს მათზე ფასიც. მარიამ ასათიანის ინფორმაციით, მეორად ბინებზე ფასები წინა წელთან შედარებით 5-10%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება კომერციულ სეგმენტს, მარიამ ასათიანი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება როგორც საოფისე ფართების გაქირავებაზე, ასევე შეძენაზე.

Subscribe to our news

Get the main news of the day