"დარწმუნებულები ვართ, რომ „ბანკი რესპუბლიკას“ შესყიდვა სრულ შესაბამისობაშია თიბისი ბანკის გრძელვადიან სტრატეგიასთან და წარმოადგენს წინგადადგმულ ნაბიჯს ჩვენი მიზნების შესაბამისად, რომ გავხდეთ ლიდერი ბანკი საქართველოს და კავკასიის რეგიონში", - ამის შესახებ თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, თიბისი ბანკის მენეჯმენტის გუნდს აქვს უნიკალური გამოციდლება ამ ტიპის ინტეგრაციებში, ასევე სათანადო რესურსი, რომ ამ ორი ბიზნესის შერწყმით მომხმარებელს საუკეთესო სერვისი შესთავაზონ.
"ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენს გუნდში "ბანკი რესპუბლიკას" თანამშრომლებს, რომლებიც დაგვეხმარებიან წარმატებულად გავაგრძელოთ საბანკო საქმიანობა და შევთავაზოთ კლიენტებს საუკეთესო პირობები. ახლა, როგორც უკვე ყველაზე დიდმა ბანკმა საქართველოში ჩვენ საერთო მიზნები გვაქვს და მოხარული ვართ რომ მოგვეცა შესაძლებლობა ერთად გავიზარდოთ და განვითარდეთ" - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტან ბუცხრიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ თიბისი ბანკმა ბანკი რესპუბლიკას 93% 315 მილიონ ლარად იყიდა.