Home
Category
TV Live Menu

"რესტორნებში ახალი წლის ღამის გატარების ფასები წინა წელთან შედარებით არ გაზრდილა"

586281dcb451e
BM.GE
28.12.16 10:05
1712
რესტორნებში ახალი წლის ღამის ფასები წინა წელთან შედარებით არ გაზრდილა. როგორც "ბიზნესკონტრაქტის" მიერ გამოკითხულ რესტორნებში აცხადებენ, ფასები წინა წლის ანალოგიურია.

"თავადურში" აცხადებენ, რომ მათთან ახალი წლის ღამის შეხვედრა 250 ლარი ღირს. რესტორანში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად პროდუქტებზე ფასების ზრდისა მომხმარებლების შენარჩუნების მიზნით ფასები არ გაზარდეს.

"წისქვილი ჯგუფში" შემავალ რესტორან "სანადიმოში" "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადეს, რომ ფასი გასული წლის მსგავსად 300 ლარია. მათი ინფორმაციით, წელს მენიუს გაძვირება არ მომხდარა, შესაბამისად, არ გაზრდილა არც ბილეთის ფასი, თუმცა, თუ ტენდენცია გაძვირებისკენ გაგრძელდა, მომავალ წელს ფასების კორექტირება, სავარაუდოდ, მოუწევთ.

"ქართულ სახლშიც" აცხადებენ, რომ საღამოზე დასწრების ღირებულება არ გაუზრდიათ და წელსაც 300 ლარი ღირს.

რესტორან ბაბილოში კი აღნიშნავენ, რომ გასულ წელს ახალი წლის შეხვედრა მათთან 100 დოლარის ეკვივალენტი იყო, წელს კი ახალი წლის შეხვედრა 350 ლარი ღირს.

Subscribe to our news

Get the main news of the day