Home
Category
TV Live Menu

Reuters: საუდის არაბეთს სურს ნავთობის ფასები წელს $60-მდე გაზარდოს

58b822bb464fe
BM.GE
02.03.17 17:46
1407
საუდის არაბეთს სურს, რომ მიმდინარე წელს ნავთობზე ფასები ბარელზე დაახლოებით 60 აშშ დოლარამდე გაიზარდოს, - წყაროზე დაყრდნობით ინფომრაციას Reuters აქვეყნებს.

სპარსეთის ყურის ნავთობმწარმოებელი ქვეყნების აზრით, აღნიშნული ფასის დონე ნავთობის ახალი საბადოების აღმოჩენისთვის ინვესტიციებს მოიზიდავს, მაგრამ აშშ-ში ნავთობის მოპოვებაში „ნახტომს არ გამოიწვევს“.

გასული წლის დეკემბერში ’’ოპეკის“ წევრი და ის ქვეყნები, რომლებიც მათ შეუერთდნენ ნავთობმოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ. ნავთობის მოპოვება დღეში დაახლოებით 1,8 მილიონ ბარელამდე შემცირდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day