რიგი ტრანსპორტში მოსახვედრად - რა გეგმა აქვს რუსთავის მერიას?
BM.GE
06.06.23 16:34
• 124
რუსთავის მერია, თბილისის რუსთავის სამარშრუტო ტაქსების კომპანია ინტერტრანსს, დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას სთხოვს. როგორც ქალაქის მერი ამბობს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა საკმარისი არ არის რის გამოც ხშირად თბილისიდან რუსთავში ჩასვლა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ხშირად მიკროავტობუსში მოსახვედრად ლოდინის დრო 1.5 საათიც კი ყოფილა. რას ამბობენ თავად მგზავრები და რა გეგმა აქვს რუსთავის მერიას იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც წლიდან წლამდე მგზავრთნაკადის ზრდასთან ერთად სულ უფრო მწვავდება.