Home
Category
TV Live Menu

რიკო კრედიტი: ჩვენნაირი ზომის ქვეყნისთვის 18 ბანკი ძალიან ბევრია

580887f3f1421
BM.GE
20.10.16 13:00
1334
"ჩვენნაირი ზომის ქვეყნისთვის 18 ბანკი ძალიან ბევრია", - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ რიკო კრედიტის დამფუძნებელმა ლაშა ნიკოლაიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პატარა ბანკებს არ აქვთ წვდომა გლობალურ რესურსებთან.

"თიბისიმ შეიძინა ორი საკმაოდ მსხვილი ბანკი და ეს ტრენდი აუცილებლად გაგრძელდება. აუცილებლად შეძლებენ იმ დაბალპროცენტიანი რესურსის მოზიდვას, რომელიც შემოდის უკვე. ეს ავტომატურად გადმოვა მოსახლეობაზე. დღეს უკვე იგრძნობა საკმაოდ დიდი კონკურენცია ორ მსხვილ ბანკს შორის და პროცენტების ბაზარზე ქვემოთ წამოსვლა. თუ რამდენიმე წლის წინ იპოთეკური სესხები 14-15%-ში გაიცემოდა, დღეს უკვე შესაძლებელია, 7%-ში აღება. ეს კიდევ უფრო ქვემოთ წამოვა.

როდესაც ბანკები ერთმანეთში ერთიანდებიან, ხდება ხარჯების შეკვეცა - საოპერაციო ხარჯების და ა.შ. და შემდეგ ეს დანაზოგები გადმოდის ავტომატურად მოსახლეობაზე“, - აცხადებს ნიკოლეიშვილი და აღნიშნავს, რომ ბანკების გამსხვილება დადებითი ტენდენციაა.

„რომელი უფრო კარგი იქნება - ქვეყანაში გვყავდეს 30 ბანკი, რომელსაც მაღალი პროცენტები აქვთ, თუ გვყავდეს რამდენიმე მსხვილი ბანკი, რომელტაც აქვთ მწვავე კონკურეცია და პროცენტებმა დაიკლოს“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day