"რიქსოს ბორჯომს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. როგორც სასტუმროს სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა შალვა ალავერდაშვილმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა ახალი გენერალური დირექტორი ამერიკიდანაა. ალავერდაშვილის განცხადებითვე მენეჯმენტში სხვა ტიპის ცვლილებები არ განხორციელებულა და ცვლილებები არ შეხებია არც კადრებს.
შეგახსენებთ, რომ რიქსოს ბორჯომში მენეჯმენტის განახლებული სტრუქტრა ჩამოყალიბდა, რაც სამეთვალყურეო საბჭოს ფორმირებას გულისხმობს. საბჭო შედგება როგორც ქართული და ასევე ყაზახური მხარისგან.
რამდენიმე თვის წინ, "რიქსოს ბორჯომის" სასტუმროში თურქი მენეჯმენტის ცვლილება მოხდა. მათ შორის თანამდებობა დატოვა გენერალურმა დირექტორმა და დაახლოებით 10-12-მა თანამშრომელმა.
სასტუმრო კომპლექსი "რიქსოს ბორჯომი" საპარტნიორო ფონდის და ყაზახური კომპანია „ყაზმუნაიგაზის" ერთობლივი ინვესტიციით აშენდა. პროექტის ჯამური ღირებულება 48 მლნ აშშ დოლარია. ხუთვარსკვლავიანი, უმაღლესი კლასის სასტუმრო კომპლექსი ლიკანში, ე.წ. IV-ე სამმართველოს სახელით ცნობილ ტერიტორიაზე მდებარეობს.