ერთ ამერიკულ დოლარად ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლოა წყალიც ვერ იყიდოთ, თუმცა არის ადგილები სადაც, ამ ფულით რამდენიმე ნივთის ერთდროულად შეძენა არის შესაძლებელი. მაგალითად:
დანია
დანიაში, თუკი ერთი დოლარი გაქვთ, მშიერი ნამდვილად არ დარჩებით, რადგან ღირებულებაში შედის პურის რამდენიმე ბატონი, ან ერთი ლიტრი რძე.
კოლუმბია
კოლუმბიაში კი, ერთ დოლარად კაფეში, თუმცა ცხადია არაერლიტურში, ყავისა და ფუნთუშის შეკვეთაც შეგიძლიათ.
ეგვიპტე
ეგვიპტეში, ამ ფასად ნაციონალური კერძებით გაგიმასპინძლდებიან და შესაძლოა ღვეზელი და პურიც მოაყოლონ.
ინდოეთი
ინდოეთში კი 1 დოლარად კერძების ნაირსახეობას შემოგთავაზებენ და ტრადიციულ სუფრასაც გაგიშლიან.
კოსტა-რიკა
ასევე მშიერი ამ ფასად არც კოსტა-რიკაზე დარჩებით, თუმცა ამჯერად მხოლოდ ხილის ყიდვას შეძლებთ, მაგალითად შეიძენთ საზამთროს ან ანანას.
პორტუგალია
პორტუგალიაში კი, ერთ დოლარად ყავა-ესპრესო მოგივათ და ისიც მხოლოდ გარეუბნებში.
დიდი ბრიტანეთი
ასევე რთულად იპოვით რაიმეს დიდ ბრიტანეთშიც, სადაც დოლარი მხოლოდ გაზეთი ან ერთი ცალი ვაშლი ღირს.
ტაილანდი
ტაილანდში, ერთი დოლარი, ერთ ლიტრ წყალს ან სამ ცალ ნაყინს უდრის. ასევე შეგიძლიათ იყიდოთ ფასთ-ფუდი ქუჩაში, ორ-ლიტრიანი კოკა-კოლა.
იტალია
1 დოლარად იტალიაში შეიძენთ ერთ კილოგრამ სპაგეტს, თუმცა ის თავად უნდა მოამზადოთ.
თურქეთი
სენდვიჩი და ერთი კილოგრამი ხილი მოგივათ ერთ დოლარად თურქეთში.
იორდანია
იორდანიაში კი ჩიფსის ან ყავის ყიდვა შეძლებთ.
არგენტინა
არგენტინაში ერთ დოლარად ერთი კილოგრამი ხილი (ვაშლი, ატამი ან მსხალი) მოგივათ.
ასე რომ, ერთ დოლარად ძალიან ბევრ ქვეყანაშია ერთი დღის გატარება შესაძლებელი და თუკი სწორ არჩევანს გააკეთებთ, სავარაუდოდ, არც მშიერი დარჩებით.