Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რისთვის უნდა იყოს მზად არასასურსათო სავაჭრო სექტორი? - ლევან ყარალაშვილი და კახა ხაზარაძე საქმიან დილაში

BM.GE
17.12.20 10:21
555
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა უახლოეს დღეებში არასასურსათო სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს, რათა 24 დეკემბრიდან შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობა განიხილოს. ეს განცხადება ნათია თურნავამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა და თქვა, რომ მართალია, დაანონსებულია შეზღუდვების 24 დეკემბრიდან მოხსნა, თუმცა "ახლა ქვეყანაში სტაბილიზაციის ეტაპია და მთავრობა პირველ პოზიტიურ ნიშნებს უფრთხილდება".

„შეზღუდვების ფონზე მობილობა შემცირდა, სამედიცინო სექტორიც მშვიდად ემსახურება მოქალაქეებს. სწორედ აქედან გამომდინარე, პრემიერის დავალებით, უახლოეს დღეებში შევხვდებით არასასურსათო ვაჭრობის ობიექტებს და ვისაუბრებთ, თუ რა გარანტიები და მოსაზრებები არსებობს მათი მხრიდან, როგორ უნდა მართონ რიგები, როგორ არ უნდა დაუშვან აჟიოტაჟური მოხმარება, რათა წყალში არ ჩაგვეყაროს ის მონაპოვარი, რაც ამ დღეებში გვაქვს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სტუმრები: ლევან ყარალაშვილი - "თბილისი ცენტრალი", დირექტორი;
კახა ხაზარაძე - ICR Group, დამფუძნებელი

Subscribe to our news

Get the main news of the day