Home
Category
TV Live Menu

რიყის პარკიდან გარემოვაჭრეები იძულებით გაყავთ

5a99102a49c08
მეგი კავთუაშვილი
02.03.18 12:48
813
თბილისის ცენტრში, რიყის პარკში გარემოვაჭრეებს საქმიანობა აუკრძალეს. 

ადგილზე დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. მოვაჭრეები გასვლას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ქალაქის მერია ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. მაგალითისთვის კი მარჯანიშვილის და რუსთაველის მეტროებთან და ნარიყალაზე გარევაჭრობის განვითარებას ასახელებენ.

„ნარიყალაზე რაკი მამაოების ბიზნესია, იმიტომ არ ყრიან იქიდან. ჩვენ კი პატრონი არ გვყავს. ვვაჭრობთ ისეთი პროდუქციით, რომელიც არ აბინძურებს გარემოს, ხელნაკეთი ნივთები და სათამაშოები გვაქვს, რაც ბავშვებსაც მოსწონს და ტურისტებსაც. არ გაწუხებთ, არც სამუშაო ადგილს გთხოვთ, შემოსავლის ერთადერთ წყაროსაც გვართმევთ?“ - აცხადებენ გარემოვაჭრეები.

დღევანდელი შემთხვევა რიყეზე გარევაჭრობის აკრძალვის პირველი მცდელობა არ არის. ზუსტად იგივე მოთხოვნები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 2016 წელსაც დააყენა.

Subscribe to our news

Get the main news of the day