Home
Category
TV Live Menu

რკინიგზელთა პროფკავშირი: ზესტაფონის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე გვირაბი ჩამოინგრა, დაშავდა 2 მუშა

597c403872037
BM.GE
29.07.17 11:56
1404
რკინიგზელთა პროფკავშირის ინფორმაციით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე გვირაბი ჩამოინგრა. მძიმედ დაშავდა ორი მუშა. მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ხარაგაულში, სს "საქართველოს რკინიგზის" დაკვეთით, სარკინიგზო ხაზის მშენებლობას შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" ხელმძღვანელობს.

"აღნიშნულ ობიექტზე, შრომის უსაფრთხოების ნორმები მიმდინარე წელს, ,,საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის" სპეციალისტებმა შეისწავლა და აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით, დამსაქმებელს შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართა. დაგეგმილი რემონიტორინგის პროცესი სექტემბრის თვეში უნდა შემდგარიყო, შესაბამისად ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია რამდენად შეასრულა დამსაქმებელმა რეკომენდაციები",- ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

"საქმის კურსი" აღნიშნულ თემაზე "საქართველოს რიკიგზასაც" დაუკავშირდა და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

პროექტი ითვალისწინებს ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო მონაკვეთის სრულიად ახალი რკინიგზის მშენებლობას (38 კმ) და არსებული ხარაგაული-ზესტაფონის სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაციას (23 კმ). გათვალისწინებულია ორი, 14 კმ გვირაბის მშენებლობა.

Subscribe to our news

Get the main news of the day