ექსპოჯორჯიაში ღვინის ფესტივალი გაიმართა, სადაც მსხვილი, საშუალო და მცირე მეღვინეები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან იყვნენ წარმოდგენილები. მათ ღვინოს მნახველიც და დამგემოვნებელიც ბევრი ჰყავდა. თუმცა, ამ ამბავს ერთი საინტერესო გაგრძელება აქვს და ეს RMG-ის მიერ ბოლნისელი მეღვინეების, მხარდაჭერაა. სწორედ არემჯის მხარდაჭერით ორი დღის განმავლობაში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენაზე მეღვინეთა გაერთიანება “ღვინო ბოლნისი” 26 მარნით და 36 სახეობის ღვინით იყო წარმოდგენილი.