Home
Category
TV Live Menu

რობი უილიამსის კონცერტზე დასასწრებად უცხოეთიდან 1100-მდე ტრანზაქცია განხორციელდა

5712769fe4842
BM.GE
16.04.16 21:27
1398
რობი უილიამსის კონცერტზე დასასწრებად 28500 ბილეთი გაიყიდა. Tkt.geს ინფორმაციით, ტრანზაქციების რაოდენობამ მსოფლიოს 51 ქვეყნიდან, 18800 შეადგინა.
 
აქედან, უცხოეთიდან ტრანზაქციებმა დაახლოებით 1100 შეადგინა, თუმცა როგორც "ბიზნესკონტაქტს“ Tkt.ge-ში განუცხადეს, ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის თუ რამდენი ბილეთი მოდიოდა უცხოეთიდან განხორციელებულ თითო ტრანზაქციაზე.

აქედან, გერმანიიდან ტრანზაქციებმა 158 შეადგინა, აზერბაიჯანიდან, 135, რუსეთიდან 98, ამერიკიდან 92, ხოლო ბრიტანეთიდან 64.

Subscribe to our news

Get the main news of the day