ავგუსტ როდენის სკულპტურა რეკორდულ ფასად, 20 მილიონ დოლარად გაიყიდა. აუქციონი ნიუ-იორკში გაიმართა. ფრანგმა მოქანდაკემ სკულპტურა სახელწოდებით "მარადიული გაზაფხული" ხელოვნების ექსპერტების ცნობით, 1901 წელს შექმნა.
BBC წერს, რომ სოთბის აუქციონზე მყიდველის ვინაობა არ გასაჯაროვებულა.
მანამდე რეკორდული თანხა, რომელიც როდენის ნამუშევარში გადაიხადეს 16 მილიონი დოლარი იყო.