"როდესაც ქალი საუბარს იწყებს, მამაკაცები ითიშებიან" - ამის შესახებ მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ქრისტინ ლაგარდმა განაცხადა.
პანელზე, რომელიც გენდერულ თანასწორობას ეხებოდა, ლაგარდმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ამ დრომდე გენდერული თანასწორობა მსოფლიოში მიღწეული არ არის.
"ამ საკითხზე რაც თავი მახსოვს ვსაუბრობთ",- განცახადა ლაგარდმა.
"ხანდახან ხდება ისე, რომ როდესაც ოთახში ბორდის ქალი წევრი შემოდის, ბორდის მამაკაცი წევრები ფსიქოლოგიურად დუნდებიან, საკუთარ ქაღალდებში იწყებენ ყურებას, უყურებენ იატაკს... ჩვენ უნდა დავარღვიოთ ეს",- განაცხადა ლაგარდმა.
მისივე თქმით, მან ერთხელ გასაუბრებაც მიატოვა მას შემდეგ, რაც განუცხადეს, რომ მისი პერსპექტივა შეზღუდული იქნებოდა იმის გამო, რომ ის მდედრობითი სქესისაა.
"როდესაც საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ვიყავი, ძალიან ხშირად კომპანიების პრეზიდენტები მოდიოდნენ და საუბრობდნენ საკუთარი ანგარიშების, სტრატეგიების შესახებ. როდესაც მე მათ ვეკითხებოდი ბორდის წევრების გენდერული განაწილების შესახებ, ისინი ყოველთვის მეუბნებოდნენ - „დიდი სიამოვნებით გვეყოლებოდა ქალი ბორდში, ჩვენ უბრალოდ ვერსად ვპოულობთ მათ, ხოლო ვისაც ვცნობთ, ისინი უკვე დაკავებულები არიან“. სწორედ ამ შემთხვევებისთვის მქოდა ჩანთაში გამზადებული სია, რომელშიც 20-მდე ქალის სახელი მეწერა",- განაცხადა ლაგარდმა.