კიდევ უფრო ფართოვდება ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც 1-ლი მარტიდან მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა ნებადართული იქნება. გარდა საქართველოს მეზობელი ქვეყნებისა არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, აშშ და სხვ. რაც შეეხება შემომსვლელებისათვის დაწესებულ რეგულაციებს, გარდა ცალკეული გამონაკლისებისა, მათ უნდა ჰქონდეთ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR კვლევა. რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ 1 მარტიდან საქართველოში შემოსვლა? რა იგეგმება კოვიდ-საშვის დაწესებასთან დაკავშირებით და რა ხდება დღეს საავიაციო სექტორში?