Home
Category
TV Live Menu

როდის და რა ფორმით გამოქვეყნდება ფინანსური სტაბილურობის ანგარიში ჯერჯერობით უცნობია

579a195518211
თელარა გელანტია
28.07.16 18:38
1637
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამ დრომდე არაა ჩამოყალიბებული როდის და რა ფორმით გამოაქვეყნებს ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს.

"ბევრმა ქვეყანამ საერთოდ შეაჩერა ფინანსური სტაბილურობის მიმოხილვის გამოქვეყნება , რადგან მას ძალიან დიდი დამატებითი ღირებულება არ ჰქონდა“, - ასე უპასუხა კობა გვენეტაძემ „ბიზნესკონტრაქტის“ კითხვას, რომელიც ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის გამოქვეყნებას შეეხებოდა, რის გამოც ექს-პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს ზოგიერთი ექსპერტი აქტიურად აკრიტიკებდა.

მთავარი ბანკირის განცხადებით, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და მისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორი ხარისხის იქნება ფინანსური სტაბილურობის ანგარიში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ მას აქვს საკუთარი მიდგომა ამ დოკუმენტთან მიმართებაში, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც განიხილა.

"გვინდა ვნახოთ ყველაზე კარგი მაგალითები, რომელიც ფინანსური სტაბილურობის მიმოხილვებმა აჩვენა. მე მაქვს ცოტა სხვანაირი მიდგომები ამ საკითხზე. მიდის მუშაობა თუ რა სახის იქნება ეს დოკუმენტი. თუმცა წლიურ მიმოხილვაში არის ბევრი ელემენტი, რომელიც ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში იქნება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day