Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როდის დასრულდება ბათუმის გენ.გეგმაზე მუშაობა?

BM.GE
07.11.22 14:44
164

ბათუმის ბიუჯეტში ბოლოს შესული ცვლილების თანახმად, 620 000 ლარი, რომელიც სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტის [გენგეგმის ნაწილი] შემუშავებისთვის იყო გათვალისწინებული, მომავალი წლის ბიუჯეტში გადაიტანეს. 

„ბათუმელების“ ინფორმაციით ბათუმის მერია და შემსრულებელი კომპანია სითი ინსტიტუტის სახით, სასამართლოში დავობენ – მიზეზი კი ვადების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოა. პირგასამტეხლოს დაკისრების აქტი მერიამ მიმწოდებელი კომპანიის – „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წინააღმდეგ მეორე ეტაპის დოკუმენტების შეთანხმებულ ვადაში ჩაუბარებლობის გამო გამოსცა. კომპანიის დირექტორმა მამუკა სალუქვაძე კი განმარტავს, რომ დავა ეხება ხელშეკრულებაში კონკრეტული მუხლის ინტერპრეტაციას და ახლა სასამართლოში ცდილობენ იმის გარკვევას, რამდენად სწორად ესმით მისი შინაარსი მოდავე მხარეებს. 

ხელშეკრულების მიხედვით, მერია დოკუმენტის მომზადებაში ჯამში 2 მილიონ 495 700 ლარს გადაიხდის, თანხა კომპანიას, ეტაპობრივად, ჩაბარებული დოკუმენტების შესაბამისად ერიცხება. მერიას უკვე გადახდილი აქვს 898 452 ლარი, რაც საერთო ღირებულების 36 პროცენტია. 

სტუმარი: მამუკა სალუქვაძე - "სითი ინსტიტუტი საქართველოს" დირეტქორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day