Home
Category
TV Live Menu

როდის ექნება ბათუმს UEFA-ს სტანდარტების სტადიონი?

59e99a301cd3c
სალომე მეცხვარიშვილი
20.10.17 12:00
1277
ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე 101,7- მილიონ ლარიანი ტენდერი გამოცხადდა. საუბარია ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოებზე.

ტენდერში წინადადებების მიღება 16 ნოემბერს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება. გამარჯვებულს სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულების გაფორმებიდან 34 თვე ექნება.

შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტს 2012 წლიდან 2017 წლამდე ყოველწიურად, თოთოეულ წელს ცალკ-ცალკე, შესრულებული უნდა ჰქონდეს დღგ-ს ჩათვლით არანაკლებ 50 000 000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები.

ბათუმში სტადიონის მშენებლობა ჯერ კიდევ 2015 წელს დაანონსდა. მაშინ ითქვა, რომ სტადიონის საძირკველი 2016 წლის ბოლოსთვის უკვე მზად იქნებოდა, მშენებლობა კი 2018 წელს დასრულდებოდა, თუმცა, ამ დრომდე პროექტის განხორციელება არ დაწყებულა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ წელს პირობა დადო, რომ სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდებოდა და ბათუმში სტადიონი აშენდებოდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day