Home
Category
TV Live Menu

როდის გაფორმდება ხელშეკრულება "ცენტრ-პოინტსა" და m2-ს შორის?

59fc237be756c
ლევან თაღიაშვილი
03.11.17 12:04
1415
"ცენტრ-პოინტსა" და m2-ს შორის ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება. "ცენტრ-პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილი "საქმის კურსთან" საუბრისას განმარტავს, რომ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და ჩარჩო ხელშეკრულება 2 კვირაში იქნება მზად. მოლაპარაკების დეტალები კი ჯერ-ჯერობით უცნობი რჩება.

"ჩვენ პირადად m2-თან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. თავად როგორც თქვეს, m2 ამ პროექტში ერთვება სპეციფიკური კუთხით, ანუ დაზარალებულების პრობლემის მოგვარებაში. ჩვენ უბრალოდ ვასხვისებთ ჩვენს აქტივებს და მათთან ერთად ვალდებულებებს. გარიგების დეტალები ცოტა ხანში იქნება ცნობილი. ზუსტად რა სახით იქნება m2 მონაწილე და კიდევ რომელი კომპანიები იქნებიან მონაწილეები, ამას ძალიან მალე გაიგებთ. m2-თან კონკრეტულად "ცენტრ პოინტს" არ აქვს მოლაპრაკებები. საშუამავლო კომპანიასთან გვაქვს ჩვენ კონტაქტი. ეს საშუამავლო კომპანია ელაპარაკება m2-ს რეალურად.

პრობლემის მოგვარების გზა გავაცანით მოსახლეობას. ამ პრობლემის მოგვარებაში მზადყოფნას გამოთქვამს m2, რომ ჩაერთოს, ანუ საკმაოდ კომპლექსური გარიგებაა. ის კომპანია, რომელიც გადაიბარებს ჩვენს აქტივებს, გადაიბარებს ასევე ჩვენს ვალდებულებებს და იმ ვალდებულებების შესრულება ევალება სამ წელიწადში, რის გარანტიებსაც ეს კომპანია დებს", - ამბობს გუკა რჩეულიშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day