Home
Category
TV Live Menu

როდის გაიხსნება ოფიციალურად 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეკვეთილში?

59fc26df9104b
სალომე მეცხვარიშვილი
03.11.17 12:40
1334
შეკვეთილში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა, შესაძლოა, მომდევნო წლისთვის გადაიდოს. ამის შესახებ "საქმის კურსს" თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა განუცხადა. პროექტს სწორედ თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს.

მისი თქმით, 220 ნომრიანი სასტუმრო, რომლის მართვას "მერიოტის" ლიცენზირებული კომპანია ახორციელებს, სატესტო რეჟიმში მუშაობს.

"შეკვეთილის სასტმურო გახსნის წინა რეჟიმშია, სტუმრებს ღებულობს და უახლოეს მომავალში დაიგეგმება გახსნა. შეიძლება, გახსნა იყოს გადატანილი გაზაფხულზე სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით. ეს იმიტომ კი არა, რომ რაიმე სამუშაოებია დარჩენილი, სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებუილა. უბრალოდ, უნდა გაიხსნას ისეთ დროს, რომ საინტერესო იყოს საზოგადოებისთვის",- აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day