როდის გამოჩნდებიან ახალი მობილური ოპერატორები ბაზარზე - გამოწვევები
BM.GE
01.07.22 23:25
• 251
რა ხდება მობილური ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე? მსხვილ მობილურ ოპერატრებს წლის ბოლომდე აქვთ ვადა, რომ საკუთარ ინფრასტრუქტურაზე ასეთი კომპანიები დაუშვან, წინააღმდეგ შემთხვევაში კომუნიკაციების კომისია რეგულაციას გაამკაცრებს. შესაბამისად, მაგთის, ბილაინსა და სილქნეტს არჩევანის საშუალება აღარ ექნებათ, ისინი ვალდებული იქნებიან საკუთარი ქსელი მობილური ვირტუალური ოპერატორებს გაუზიარონ.