Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ ადაპტირდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი პანდემიისას? - ქეთევან დონდუა ქალების ნარატივში

BM.GE
20.04.21 11:55
392

როგორ ადაპტირდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი პანდემიის ფონზე? - იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის დირექტორი ქეთევან დონდუა „ქალების ნარატივში“ 

 

-პანდემიის ფონზე, სწავლა რა რეჟიმით მიმდინარეობს?

-ვიცავთ ყველა რეგულაციას, სახელმწიფოს მიერ დაწესებულ სტანდარტებს. 

 

-გაქვთ საზღვარგარეთ სწავლის საქმიანობის გამოცდილება, თუ გაქვთ კონტაქტი შენარჩუნებული?

-დიახ, კონკრეტულად, გერმანიაში მაქვს კონტაქტი და ჩვენ ცოტა წინ ვართ, იქ სწავლება ონლაინ მიმდინარეობს. 

 

-თქვენთვის რა იყო პანდემიისას მთავარი გამოწვევა?

-ის, რომ ბავშვებს ონლაინ სწავლებასთან ადაპტირება გაუჭირდათ.თავიდან ამას ვერ მოვერგეთ, თუმცა შემდეგ ამაზე დიდი სამუშაო ჩავატარეთ, ვიყიდეთ ფასიანი ზუმ პლატფორმა. პედაგოგებმა დიდი შრომა ჩადეს. უზრუნველვყავით, რომ არ ყოფილიყო შეფერხებები. გვყავდა პედაგოგები სპეციალურად, ონლაინ სწავლების კონტროლისთვის. მე ამ სკოლის დირექტორი 1 ნოემბრიდან ვარ. 

 

-რა არის სკოლის ნიშა?

-გამოვარჩევდი იმით, რომ არის ჯანსაღი გარემო. გვაქვს სტატისტიკა, სადაც დამრიგებელი აკონტროლებს, რომელ საგანში რა უჭირს მოსწავლეს. გვაქვს მცირერიცხვოვანი კლასები და მათაც ვყოფთ ხოლმე.

 

 

 -როგორ აგრძელებს სკოლა განვითარებას?

-სკოლა აქტიურად ერთვება სხვადასხვა პროექტებში. მოსწავლეებისთვის ინფორმაცია უფრო ფართომასშტაბიანი ხდება და არაა კონცენტრირებული გაწერილ მინიმუმზე. ჩვენი კურსდამთავრებულები შემდეგ უცხოეთშიც მიდიან ხოლმე სასწავლებლად. 

 

-ამ ეტაპზე, რამდენი მოსწავლე სწავლობს თქვენთან?

-ახლა - 130. მაღალ კლასებში გადმოსულებსაც არ უჭირთ კლასთან ადაპტაცია. უფროსკლასელებსა და უმცროსკლასელებს შორისაც, მეგობრული დამოკიდებულებაა.

 

-როცა მოსწავლეს საგნის ათვისება უჭირს, ამ დროს რა საშუალებებს იყენებთ?

-ინიშნება დამატებითი გაკვეთილები. მათ შორის, ონლაინ რეჟიმის დროს, მასწავლებლები დამატებით რჩებოდნენ ამ ბავშვებთან, ასევე ეს ხდებოდა შაბათ-კვირასაც. ახლაც, როცა გაკვეთილები კლასებში აღდგა, დამატებითი გაკვეთილები, რიგ შემთხვევებში, ონლაინ რეჟიმით ტარდება. 

 

-აბიტურიენტებზე როგორ ზრუნავთ?

-მე-11, მე-12 კლასში მოსწავლეებს გამოცდებისთვის ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ვამზადებთ. წელს ჩვენს სკოლაში ბევრი აბარებს ხაზვას, ხატვას და დამატებითაც დავიქირავეთ ამისთვის პედაგოგები. აბიტურიენტობისას მოსწავლეების მომზადებაზე პასუხისმგებლობას სკოლა იღებს და შემდეგ, ფაქტობრივად, ყველა მათგანი იღებს გრანტს. 

 

-პედაგოგებს რა პრინციპით არჩევთ?

-ისინი სერტიფიცირებულები უნდა იყვნენ. ყურადღება ექცევა ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილებას. ჩვენი პედაგოგები სხვადასხვა წიგნების ავტორებიც არიან.

 

-სკოლაში გვხვდება სპორტული აქტივობები?

-დიახ, ამას დიდ მნიშვნელობას ვაქცევთ, ისეთივეს როგორსაც საგნებს. გვაქვს სპორტის რამდენიმე სახეობა.ჩვენს სკოლაში სპორტული აქტივობების მიმართულება მრავალფეროვანია. ინვენტარს სკოლა იძენს. ყურადღება ექცევა სახელობო მიმართულებებსაც.  

 

-ფსიქოლოგი თუ ჰყავს სკოლას?

-დიახ და ის მზადაა გამოწვევებისას დასახმარებლად.   

 

-დირექტორობის პერიოდში, რა გეამაყებათ ყველაზე მეტად?

-ის, რომ გვყავს არაჩვეულებრივი მოსწავლეები და პედაგოგები. მეამაყება, რომ ჩვენს სკოლაში არაა ბულინგის შემთხვევები. თუ რაიმე პატარა გამოვლინებაა, აუცილებლად ვერთვებით. აღვნიშნავ, რომ ჩვენი მოსწავლეები, რომლებიც საზღვარგარეთ აგრძელებენ სწავლას, ბევრი ბრუნდება ქვეყანაში.






სტუმარი: ქეთევან დონდუა - იაკობ გოგებაშვილის სასწავლებლის დირექტორი

Subscribe to our news

Get the main news of the day