როგორ აფასებენ დეპუტატები საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონპროექტს
BM.GE
11.04.18 23:22
• 885
პარლამენტში გრძელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ავტორი კი - ეკონომიკის სამინისტრო. როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც გავრცელდება საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროში შემავალ პროექტებზე. დოკუმენტი დღეს განიხილეს დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე, რომლის დასკვნა სავალდებულოა.