Home
Category
TV Live Menu

როგორ აფასებენ საქართველოს დაცულ ტერიტორიებს - კვლევის შედეგები

59cdf68076a8c
BM.GE
29.09.17 11:37
938
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში დაცულ ტერიტორიებზე ჩატარებული ვიზიტორთა კმაყოფილების კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. კვლევის შედეგები საზოგადოებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით მარკოზაშვილმა და მონაცემთა კვლევის ჯგუფის წარმომადგენელმა, ლაშა გულბიანმა წარუდგინეს.

კვლევის თანახმად, დაცულ ტერიტორიებზე არსებული სერვისები დადებითად გამოკითხულთა 84%-მა შეაფასა. ვიზიტორთა უდიდესი ნაწილი - 88% აუცილებლად ურჩევს მეგობრებს ეწვიონ საქართველოს დაცულ ტერიტორიებს. გამოკითხულთა 68,8% მომუშავე პერსონალის ვიზიტორისადმი დამოკიდებულებას ძალიან მეგობრულად აფასებს. დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისას, თავს დაცულად 88,3% გრძნობს.

კვლევის ფარგლებში, გამოკითხულმა ვიზიტორებმა საკუთარი იდეებიც დაასახელეს, რომელთა განხორციელებითაც დაცული ტერიტორიები მეტად მიმზიდველი გახდებოდა. კვლევის მონაწილეები ძირიდად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, დასასვენებელი ობიექტების გაფართოვებას, საკვები პუნქტების გახსნას და ატრაქციების დამატებას ისურვებდნენ.

კვლევა მონაცემთა კვლევის ჯგუფმა სამ დაცულ ტერიტორიაზე: მარტვილის კანიონზე და პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეებში, 2017 წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში ჩაატარა.

სულ გამოკითხა 238 დამთვალიერებელი, რომელთა 43,2% ქართველი ვიზიტორი იყო, ხოლო 56,8% - უცხოელი. გამოკითხვა ინტერვიუერის მიერ ადმინისტრირებადი ქართული, ინგლისური და რუსულენოვანი სპეციალიზებული კითხვარებით მიმდინარეობდა.

ვიზიტორთა კმაყოფილების კვლევას დაცული ტერიტორიების სააგენტო პერმანენტულად ახორციელებს.


Subscribe to our news

Get the main news of the day