2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის თანახმად, მომდევნო წელს საქართველოს მთავრობა 4.35 მილიარდი ლარის ახალ სესხებს აიღებს. შედეგად 2022 წლის 31 დეკემბრისთვის საქართველოს სახელმწიფო ვალის ნაშთმა 35.4 მილიარდ ლარს უნდა მიაღწიოს - ეს მშპ-სთან მიმართებით 50.7%-ია, რაც ბუნებრივია მაღალი მაჩვენებელია, ამიტომ მთავარი კითხვაა როგორ, რა ვადებში და რა დონემდე აპირებს მთავრობა ვალის შემცირებას - კითხვებზე პასუხი ჩანს, ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის პროექტში 2022-2025 წლებისთვის.