Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ ჩაერთვება “ჯიპიაი ჰოლდინგი” კორონავირუსის მართვაში?

BM.GE
10.11.20 09:44
551
კორონავირუსის მართვაში კერძო სადაზღვევო კომპანიები ერთვებიან. ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრების და მოლაპარაკებების შემდეგ მოლაპარაკების მაგიდის ორივე მხარეს მსხდომები ამბობენ, რომ შემუშავდა კონკრეტული პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ისინი, კომპანიები კოვიდით ინფიცირებული მსუბუქ სიმპტომიანი პაციენტების მართვაში ჩაერთვებიან. ამ დროისთვის ვიცით, რომ პირველ ეტაპზე სადაზღვევო კომპანიები Covid 19-ის მართვაში ჩართვისთვის საჭირო ხარჯებს თვითონ დაფარავენ, თუმცა თუ სიტუაცია დამძიმდა და კადრების დამატება გახდა საჭირო, შესაძლოა დღის წესრიგში სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების საკითხი დადგეს.

სტუმარი: თინა სტამბოლიშვილი - "ჯიპიაი ჰოლდინგი", კომუნიკაციების დირექტორი
 
 

Subscribe to our news

Get the main news of the day