Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ ჩატარდა თიბისის ინვესტორის დღე უზბეკეთში?

BM.GE
07.11.22 13:50
157
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 14.31%-ით გაიზარდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 21.65 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ ამ მატების შედეგად 1 მილიარდ 194 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიაღწია. ბოლო სამ თვეში "თიბისის" აქციების ფასი 61%-ით გაიზარდა, ერთთვიან ჭრილში ზრდა კი 24%-ს აღწევს. 

ზრდა მთელი კვირის განმავლობაში იყო და შედეგი დადო უზბეკეთში გამართულმა ინვესტორთა დღემაც, რომელიც 4 ნოემბერს უზბეკეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა. 

თიბისის ინვესტორთა დღე წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ანალიტიკოსებისა და ინვესტორებისთვის ტარდება. ამ დღეს, თიბისის მენეჯმენტი საზოგადოებას კომპანიის სტრატეგიული პრიორიტეტების მიმოხილვას და ფინანსურ-საოპერაციო მუშაობის პრეზენტაციებს წარუდგენს, ამჯერად ეს უზბეკეთში იყო და ტრადიციულად თიბისის მენეჯმენტმა დამსწრე საზოგადოებას თიბისის საქმიანობა და სტრატეგიული პრიორიტეტები, საქართველოსა და უზბეკეთის ფინანსური და მაკროეკონომიკური მიმოხილვა, კომპანიის ტექნოლოგიური და ციფრული განვითარება, ციფრული ეკოსისტემა, თიბისის საერთაშორისო გაფართოება უზბეკეთში და თიბისის საცალო/MSME/კორპორაციული/საინვესტიციო ბანკინგის მიმართულება წარუდგინა. 

საშური შედეგები აქვს თიბისი უზ-სსაც. თიბისი უზბეკეთის ყოველთვიური მომხმარებლების საერთო რაოდენობამ მესამე კვარტალში 40% იანი წლიური ზრდა აჩვენა და 3.9 მილიონს მიაღწია, აქედან 80% ციფრული მომხმარებელია. მხოლოდ Payme-ს აქტიური ყოველთვიური მომხმარებლების რაოდენობამ სექტემბერში 2.1 მილიონს მიაღწია, როცა 2021 წლის სექტემბერში 1.3 მლნ იყო. TBC PLC-ის უზბეკეთის ოპერაციების ჯამურმა წმინდა შემოსავალმა მესამე კვარტალში 1.7 მლნ ლარი შეადგინა.

სტუმარი: ნიკოლოზ ქურდიანი - თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე, TBC UZ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;



Subscribe to our news

Get the main news of the day