Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ დგინდება საწვავის ფასი?

BM.GE
12.12.21 20:14
403
საწვავის და, ზოგადად, ენერგომატარებლების ფასი ყოველთვის მნიშვენლოვან სოციალურ საკითხს წარმოადგენს. ამჟამად საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა და ერთი ლიტრი რეგულარის მარკის ბენზინი 3.04-3.15 ლარის ფარგლებში იყიდება. როგორ დგინდება საწვავის ადგილობრივი ფასი?! ბექა ბაციკაძის სიუჟეტში ვნახავთ, იქამდე კი უფრო ფართო კონტექსტისთვის შეგვიძლია შევადაროთ საწვავის რეგიონული ფასები: ამ შემთხვევაში იყოს A-95 მარკის ბენზინი ყველა ქვეყნისთვის, რომლის ღირებულება აზერბაიჯანში - 2.88 ლარს შეადგენს. ● რუსეთში - 2.14 ლარია. ● საქართველოში - 3.09 ლარი ● სომხეთში - 3.41 ლარი, ხოლო ● უკრაინაში - 1 ლიტრი A-95 მარკის ბენზინის ფასი - 3.72 ლარს შეადგენს. საქართველოში საწვავი ღირს უფრო ძვირი ვიდრე ნავთობმომპოვებელ რუსეთსა და აზერბაიჯანში, რაც გამოწვეულია იმით, რომ საქართველო ნავთობის იმპორტიორია და ქვეყანაში მაღალი სააქციზო განაკვეთია, თუმცა საქართველოში ფასი უფრო მცირეა, ვიდრე ნავთობიმპორტიორ უკრაინასა და სომხეთში.

Subscribe to our news

Get the main news of the day