Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ ემზადება და აპირებს რეგულაციების დაცვას კერძო სექტორი? - თეიკო ლომინაძე დეტალებით საქმის კურსში

BM.GE
22.12.20 18:17
491
მთავრობამ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ცენტრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. კერძოდ: მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00-დან 19:00 საათამდე. მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც: მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი. მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა; ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას. ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება. როგორ ემზადება და აპირებს რეგულაციების დაცვას კერძო სექტორი?

სტუმარი: თეიკო ლომინაძე - „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი
 
 

Subscribe to our news

Get the main news of the day